მოურინიომ ბრაზილიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა

მოურინიომ ბრაზილიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მუნდიალზე ბრაზილიისა და შვეიცარიის (1:1) მატჩის შედეგს მოულოდნელად მიიჩნევს.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ბრაზილიელებმა დაცვაში სუსტად ითამაშეს, ამიტომაც გაუშვეს გოლი.

"შედეგი მოულოდნელია", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს RT.

"ბევრი მიიჩნევდა, რომ ბრაზილია მაინც მოიგებდა. გამარჯვება იწინასწარმეტყველეს, მაგრამ მატჩი რთული აღმოჩნდა".

"საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ბრაზილიელებმა გაუშვეს და დაცვაში ცუდი თამაშის გამო დაისაჯნენ. ბრაზილიელი მცველები თავს ცუდად იცავდნენ", - დასძინა ჟოზემ.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა