"მას მეტი შეუძლია" - დეშამი გრიზმანის თამაშით უკმაყოფილოა?


საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ანტუან გრიზმანის, შესახებ ისაუბრა.

"გრიზმანს მეტი შეუძლია და ეს თავადაც მშვენივრად იცის. ანტუანი - ჩვენი შეტევითი ხაზის ლიდერია, მაგრამ მისი ასეთ რთულ მომენტში შეცვლის გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ მეტოქეზე ზეწოლა უნდა გაგვეძლიერებინა", - განაცხადა დეშამმა.

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონებმა არც ისე კარგად დაიწყეს და ავსტრალია დიდი გაჭირვებით 2:1 დაამარცხეს.

გრიზმანმა კი მატჩი ძირითადში დაიწყო, მაგრამ პასიური იყო და მოედანი მეორე ნახევრის ბოლოს დატოვა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ნაკრები პერუს დაუპირისპირდება.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა