ისკო: "რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფავორიტები ვიყოთ?"

ისკო:

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ისკომ, "ფურია როხას" სტატუსზე ისაუბრა.

"პორტუგალიასთან მატჩში უბრალოდ არ გაგვიმართლა. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ საბოლოო შედეგი პირველი ტაიმის ბოლოს დე ხეას უჩვეულო შეცდომამ განაპირობა.

საშიში არაფერი მომხდარა, უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში. ესპანეთს მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ, მე კი მგონია, რომ ფავორიტია გუნდი, რომელიც 200%-თ იხარჯება. სწორედ ამის გაკეთებას ვეცდებით დარჩენილ თამაშებში.

ლოპეტეგის გათავისუფლება გუნდზე არ ასახულა: ჩვენი სტილი იგივეა და კვლავ გამარჯვებები წყურვილი გვაქვს. არამგონია, რომ ამან დაგვასუსტოს.

ამავდროულად მინდა ვაღიარო, რომ ლოპეტეგის "რეალში" დანიშვნით ბედნიერი ვარ. სწორედ ის დამეხმარა ეროვნულ გუნდში და მაგრძნობინა, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ", - განაცხადა ისკომ.

ესპანელებმა, რომელთაც საოცრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, პირველ ტურში პორტუგალიასთან უხვგოლიანი ფრე (3:3) ითამაშეს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა