შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: "პენალტის მომენტში ვიდეორეფერი არ იყო საჭირო"

შვედეთის ნაკრების მწვრთნელი:

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანე ანდერსონმა, სამხრეთ კორეასთან დღევანდელი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

"პირველი 10 წუთი უპირატესობას კორეელები ფლობდნენ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართა. ჩვენ ფიზიკურად კარგად ვიყავით მომზადებულები, ფლანგებიდან ვცდილობდით თამაშს.

იმ ფაქტმა, რომ შესვენებამდე ვერ გავიტანეთ, ცოტათი შემაშინა. თუმცა იყო პენალტი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ბიჭებმა ასე კარგად იასპარეზეს.

ვიდეორეფერისთან პრეტენზიები მაქვს, ვინაიდან პენალტის ეპიზოდში ყველაფერი ცხადი იყო, ამიტომ არაფრის გადამოწმება არ იყო საჭირო", - აღნიშნა ანემ.

ერთადერთი ბურთი შვედების კაპიტანმა, ანდრეას გრანკვისტმა, პენალტით გაიტანა. თერთმეტმეტრიანი კი სწორედ ვიდეორეფერის დახმარების შედეგად დაინიშნა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა