შვეიცარიასთან მიღებული დარტყმების გამო ბრაზილიამ ნეიმარი დაასვენა

შვეიცარიასთან მიღებული დარტყმების გამო ბრაზილიამ ნეიმარი დაასვენა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დღევანდელმა ვარჯიშმა გუნდის მთავარი ვარსკვლვისა და ათიანის, ნეიმარის, გარეშე ჩაიარა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ თამაშში "სელესაომ" შვეიცარიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ნეიმარის წინააღმდეგ კი ევროპელები ძალიან უხეშად თამაშობდნენ, ამიტომ ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა მას ერთდღიანი შესვენება დაუნიშნა.

"მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა და მეტი არაფერი. წესების დარღვევა - ნორმალურია, თამაშის ნაწილია. ახლა მხოლოდ იმის იმედი მრჩება, რომ მსაჯებმა დარღვევები სწორად დააფიქსირონ", - აღნიშნა თამაშის შემდეგ ნეიმარმა.

შვეიცარიის ნაკრების მოთამაშეები ნეიმარის წინააღმდეგ 10-ჯერ დაჯარიმდნენ. ნეის სერიოზული პრობლემები არ აქვს, მაგრამ პატარ-პატარა დაზიანებები აღენიშნება.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მომდევნო თამაშს 22 ივნისს კოსტა რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა