კეინის დუბლით ინგლისმა ტუნისი ბოლო წუთებზე დაამარცხა

კეინის დუბლით ინგლისმა ტუნისი ბოლო წუთებზე დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მატჩში ინგლისმა ტუნისი 2:1 დაამარცხა.

მე-11 წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა. 35-ე წუთზე კაილ უოლკერმა თერთმეტმეტრიანი აჩუქა მეტოქეს, რომელიც სასიმ ზუსტად შეასრულა.

90-ე წუთზე კვლავ კეინმა გაიტანა და ინგლისს 3 ქულა მოუტანა.

პირველ ნახევარში ბრიტანელები მეტოქეს აშკარად ჯობდნენ, თუმცა მეორე ნახევარი ორივე ნაკრებმა უსახურად ჩაატარა.

საბოლოო ჯამში ინგლისმა მეტოქის კარისკენ 15-ჯერ დაარტყა, საიდანაც ზუსტი 9 აღმოჩნდა.

ტუნისელებს მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა