მარტინესი ბელგიის ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილია

მარტინესი ბელგიის ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილია

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, პანამასთან თამაშის შემდეგ საკუთარი გუნდი შეაქო.

"კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ველოდი. მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივი მატჩები არ არსებობს.

ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ, პირველი ტაიმის მსვლელობისას, მოვუკელით. თუმცა გუნდის რეაქციითა და თითოეული მოთამაშის თავდადებით კმაყოფილი დავრჩი.

დრისის გოლის შემდეგ ამოვისუნთქეთ და სიტუაციას უკეთ ვაკონტროლებდით. გარდა ამისა, ტიბო კურტუამ გადაგვარჩინა, როდესაც საჭირო იყო.

ვფიქრობ, ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით შეგვიძლია ვიამაყოთ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბელგიელებმა ჯგუფის აუტსაიდერი 3:0 გაანადგურეს და სამივე ბურთი მეორე ტაიმში გაიტანეს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა