ლუკაკუ: "ბომბარდირობის მიზანი არ მაქვს"

ლუკაკუ:

ბელგიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, პანამასთან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი გუნდური მიღწევაა.

"გუნდისთვის კარგად დაწყება და გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ კარგი მოთამაშეები გვყავს, რომელთაც ყოველთვის შეუძლიათ გასროლა. ახლა კი დროა მომდევნო თამაშზე ვიფიქროთ, ის უფრო რთული იქნება.

მე სხვადასხვანაირად, განსხვავებულ სტილში, შემიძლია თამაში. მნიშვნელოვანია სწორი ხაზის პოვნა და ხშირად მოახდინო ზეწოლა საჭირო ადგილას საჭირო დროზე.

საუკეთესო ბომბარდირობის მიზანი არ მაქვს, მთავარი - გუნდი და გუნდის გამარჯვებებია", - განაცხადა ლუკაკუმ.

ბელგიამ დღეს 3:0 იმარჯვა და ეროვნული გუნდის ცხრიანმა დუბლის გაფორმება მოახერხა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა