ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ:

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა, თანამედროვე ფეხბურთის ახალგაზრდა თაობა გააკრიტიკა.

"ახალგაზრდა თაობაში თანდაყოლილი კაპიტანი არ არსებობს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ.

შესაძლოა საქმე იმაშია, რომ ახლა ყოველი მოთამაშე - ვარსკვლავია. მაგალითად, ნეიმარი სუპერვარსკლავია. მას 170 მილიონი გამომწერი ჰყავს. ნეიმარის კაპიტანი მე რომც ვიყო, ის მაინც იმას გააკეთებს, რაც მოუნდება", - განაცხადა 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 86 თამაშში 55 გოლის გატანა მოახერხა.

"სელესაომ" მსოფლიო თასი შვეიცარიასთან წარუმატებელი მატჩით დაიწყო - 1:1 და ნეიმარს მოედანზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა