კოვაჩიჩი: "ხორვატია უფრო ძლიერი ნაკრებია, ვიდრე მესიზე დამოკიდებული არგენტინა"

კოვაჩიჩი:

ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირების წინ კომენტარს ხორვატთა ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი აკეთებს.

"ხორვატია უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მესიზე დამოკიდებული არგენტინა. არგენტინელები უმეტეს წილად მესიზე არიან დამოკიდებული, არადა სხვა პოზიციეზეც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

ყველამ ვიცით, რომ მესი ფენომენალური მოთამაშეა, თუმცა მარტო თამაშს მოგება რთულია. შევეცდებით, არგენტინაც დავამარცხოთ", - ამბობს კოვაჩიჩი.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხორვატიამ ნიგერია დაამარცხა, არგენტინამ კი ისლანდიასთან ფრე ითამაშა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა