შუკერი: "რა განსხვავებაა მესისა და მარადონას შორის?"

შუკერი:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა და ხორვატიული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, დავორ შუკერმა, ერთმანეთს ორი გენიალური არგენტინელი ათიანი შეადარა.

"ამ ორი მოთამაშის შედარება მხოლოდ სიმაღლით არის შესაძლებელი. ფეხბურთი კი ყოველ 10 წელიწადში იცვლება. დიეგოს დროს ბურთები განსხვავებული იყო, მოედნის საფარიც კი არ იყო ხოლმე ასეთი.

ჩვენ კი ჯერ არაფერი მოგვიგია, ამიტომ მიწაზე უნდა დავრჩეთ და მოვემზადოთ არგენტინასთან თამაშისთვის. არგენტინა ყოველთვის ფავორიტია, მესი კი ჯადოქარია - შეუძლია ყოველ თამაშში გაიფორმოს ჰეთ-თრიკი, მაგრამ ისიც ადამიანია და შეცდომებს უშვებს", - აღნიშნა შუკერმა.

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალი წარუმატებლად დაიწყო და პირველ თამაშში ისლანდია ვერ დაამარცხა (1:1). 21 ივნისს "ალბისელესტე" ნიგერიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ჯგუფში გალიდერებულ ხორვატიას დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა