კაპელო ლოპეტეგის წასვლაზე: "რეალი თავხედურად მოიქცა!"

კაპელო ლოპეტეგის წასვლაზე:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ, ხულენ ლოპეტეგის ეროვნული გუნდიდან "სამეფო კლუბში" გადაბარგება შეაფასა.

"მადრიდის "რეალის" მხრიდან ქედმაღლური, თავხედური საქციელი იყო ხულენ ლოპეტეგისთან მოლაპარაკებების წარმართვა ისე, რომ ეროვნულ ნაკრებს ამის შესახებ არაფერი ცოდნოდა.

თუმცა ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს ფლორენტინო პერესი.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ესპანური ფეხბურთის ფედერაცია შეცდა, როდესაც ხულენი გაათავისუფლა.

აგრეთვე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ფერნანდო იეროს, რომელიც თავის დროზე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო შეგირდი იყო", - აღნიშნა 72 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

ესპანურმა გრანდმა ლოპეტეგისთან კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაადასტურა, ხოლო "ფურია როხამ" ხულენი თანამდებობიდან მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოხსნა.

ესპანელებმა პირველ ტურში პორტუგალიასთან ფრედ 3:3 ითამაშეს და ახლა ირანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა