პეკერმანი: "მომდევნო მატჩებში საუკეთესოდ ვითამაშებთ"

პეკერმანი:

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების გამოცდილმა თავკაცმა, ხოსე პეკერმანმა, იაპონიასთან მარცხი შეაფასა.

"ძალიან მძიმეა ასე ადრე მოთამაშის დაკარგვა, მით უმეტეს სანჩესის, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის ბოლოს საპასუხო გოლიც კი გავიტანეთ. უცმირესობაში იაპონიისთვის გატანა რთული იყო.

მეორე ტაიმში უკვე ძალიან გადაღლილები ვიყავით, ვინაიდან ათი კაცით მოგვიწია თამაში. იაპონია უკეთ გამოიყურებოდა, ამიტომაც გაიტანა.

დარწმუნებული ვარ, ამ მარცხს გადავიტანთ და უახლოეს ორ თამაშში თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენთ", - აღნიშნა 68 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა.

მომდევნო ტურში კოლუმბია პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და ეს ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, ვინაიდან თავისი მატჩი პოლონელებმაც წააგეს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა