მერფი: "მიულერი და დრაქსლერი სანესთვის ბუცების შეკვრის ღირსებიც არ არიან"

მერფი:

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, დენი მერფიმ, ლეროი სანეს მუნდიალს მიღმა დატოვების გამო გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა.

"უბრალოდ გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ გამოცდილმა გერმანელმა მოთამაშეებმა იოახიმ ლიოვს არ უთხრეს, რომ ლეროი სანეს რუსეთში არ წაყვანა - უდიდესი შეცდომაა.

მიულერი და დრაქსლერი? ისინი სანეს ბუცების თასმის შეკვრის ღირსებიც არ არიან. თქენ მიულერის გამოცდილებაზე საუბრობთ, მაგრამ ეროვნული გუნდისთვის ვის აიყვანდით?

ლეროი გერმანიის ნაკრების ნებისმიერ მოთამაშეს სჯობია", - განაცხადა 41 წლის ინგლისელმა.

ლეროი სანემ "მანჩესტერ სიტიში" ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ ლიოვმა რუსეთში არ წაიყვანა.

"ბუნდესნაკრებმა" მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და პირველ ტურში მექსიკასთან 0:1 დამარცხდა.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა