გერმანელი პოლიტიკოსები ნაკრებიდან იოზილისა და გიუნდოგანის მოკვეთას ითხოვენ

გერმანელი პოლიტიკოსები ნაკრებიდან იოზილისა და გიუნდოგანის მოკვეთას ითხოვენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები, ილქაი გიუნდოგანი და მესუთ იოზილი, საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია და ოფიციალური განცხადება, რომ გერმანული პოლიტიკური პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისათვის", წევრები "ბუნდესთიმიდან" გიუნდოგანისა და იოზილის მოკვეთას ითხოვენ.

"იოზილი და გიუნდოგანი გერმანიის ეროვნული ნაკრების გუნდურ სულისკვეთებას არ ამაღლებენ, რადგან ადამიანები, რომლებიც ეროვნულ გუნდს მხოლოდ სანახევროდ მიეკუთვნებიან, ნამდვილ საბრძოლო განწყობას ვერ გამოავლენენ.

იოახიმ ლიოვმა მოთამაშეები სახლში უნდა გაუშვას. არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც თავისი ქვეყნით ამაყობენ. იოზილმა და გიუნდოგანმა თავიანთი ადგილები უნდა გაუთავისუფლონ იმ მოთამაშეებს, რომლებიც გერმანიას უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე თურქეთის პრეზიდენტს", - აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა, იერნ კინეგმა, "Reuters-თან" საუბარში.

გერმანელი ხალხის კრიტიკა მესუთმა და ილქაიმ მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდოღანს, შეხვდნენ და მასთან ერთად სურათები გადაიღეს.

გერმანელი პოლიტიკოსები ნაკრებიდან იოზილისა და გიუნდოგანის მოკვეთას ითხოვენ

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა