რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და 99%-ით 1/8 ფინალშია

რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და 99%-ით 1/8 ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში რუსეთს ნაკრები ეგვიპტის ნაკრებს შეხვდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

47-ე წუთზე კურიოზული გოლი გავიდა. ეგვიპტელთა კაპიტანი რუს ფეხბურთელთან ორთაბრძოლაში იყო, რა დროსაც მეტოქეს მაისურით იჭერდა. ამავდროულად ფატჰიმ ბურთსაც მიარტყა ფეხი და საკუთარ კარში ჩაჭრა.

59-ე წუთზე "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ჩერიშევმა გაიტანა. 62-ე წუთზე არტემ ძიუბამ რუსების უპირატესობა სამამდე გაზარდა.

73-ე წუთზე რუსეთის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც სალაჰმა შეასრულა ზუსტად.

ამრიგად, ეგვიპტემ მუნდიალზე მე-2 შეხვედრაც წააგო და 99%-ით ჯგუფში ჩარჩა, რუსეთი კი პირიქით - 99%-ით 1/8 ფინალშია.



ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა