რა შემთხვევაში ვერ გავა რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან?

რა შემთხვევაში ვერ გავა რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან?

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში რუსეთმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა და 1/8 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მხოლოდ 1%-ია იმის შანსი, რომ რუსეთი ჯგუფში ჩარჩეს.

რა შემთხვევაში მოხდება ეს?

ამჟამად, რუსეთს ჯგუფში 6 ქულა აქვს, ურუგვაის 3, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს ნული.

დღეს, საუდის არაბეთი ურუგვაის შეხვდბა და მათ 3 ქულა უნდა მოიპოვონ. ბოლო ტურში არაბებმა ეგვიპტე უნდა დაამარცხონ და ამავდროულად ურუგვაიმ რუსეთი.

ამ შემთხვევაში ასეთი სურათი იქნება:

რუსეთი, საუდის არაბეთი, ურუგვაი - 6 ქულა

ეგვიპტე - 0 ქულა

როდესაც, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებები თანაბარ ქულებს აგროვებენ, უპირატესობა ბურთებზეა და არა ურთიერთშეხვედრებზე.

შესაბამისად, თუ სამივე ნაკრებმა 6-6 ქულა დააგროვა, ის 2 გავა 1/8 ფინალში, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.

გაცნობებთ, რომ რუსეთს ამ მომენტისთვს 8 გატანილი და 1 გაშვებული გოლი აქვს და ამ შემთხვევაშიც კი რთულია, რომელიმე ნაკრებმა აჯობოს მას.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა