დიბალა: "შევცვლი თუ არა მესის თავის პოზიციაზე?"

დიბალა:

ხორვატიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი არგენტინელმა ფეხბურთელმა პაულო დიბალამ გააკეთა.

მოგეხსენებათ, ჯგუფის პირველი ტურის მატჩში არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა დიბალა საერთოდ არ ათამაშა.

"შევცვლი თუ არა მესის თავის პოზიციაზე? რაც არ უნდა მოხდეს, მესი შეუცვლელია, ამიტომ ჩვენ მოედანზე საქმე ერთად უნდა გავაკეთოთ. ასე უფრო მარტივი იქნება.

მეც იგივე პოზიციაზე ვთამაშობ, რომელზეც მესი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოედანზე ერთმანეთს ვერ გავუგებთ", - აცხადებს დიბალა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა