რონალდუმ პუშკაშის რეკორდი მოხსნა

რონალდუმ პუშკაშის რეკორდი მოხსნა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, დღეს კვლავ გაიბრწყინა და მაროკოს ნაკრებთან საკუთარ გუნდს მოაგებინა - 1:0.

კრიშტიანუს ბრწყინვალე თავურით "სელესაომ" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო კრიშტიანუმ მორიგი უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

რონალდუსთვის პორტუგალიის ნაკრების მაისურით ეს 85-ე გოლი იყო და მან ლეგენდარული უნგრელი თავდამსხმელის, ფერენც პუშკაშის, რეკორდი მოხსნა.

კრიშტიანუმ პუშკაშს 1 ბურთით გაასწრო და საერთაშორისო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ევროპელი ბომბარდირი გახდა. ევროპის კონტინენტზე სანაკრებო ფეხბურთში მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

რუსეთის მუნდიალზე კი რონალდუმ უკვე 4 ბურთი დააგროვა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას კვლავ სათავეში ჩაუდგა.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა