რონალდუს მორიგი მიღწევა - პირველად 1966 წლის შემდეგ!

რონალდუს მორიგი მიღწევა - პირველად 1966 წლის შემდეგ!

მაროკოსთან დღევანდელი შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების კაპიტნისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, ისტორიული გამოდგა!

პორტუგალიელთა ლიდერმა შეხვედრის მე-4 წუთზე თავით მშვენიერი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა - 1:0.

რონალდუმ ამ მუნდიალზე 2 თამაშში უკვე 4 ბურთი გაიტანა, თანაც ყველანაირ სტილში: მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და დღეს უკე თავითაც გაიტანა გოლი.

აქამდე ერთადერთი პორტუგალიელი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე ორივე ფეხითა და თავით მოახერხა გოლის გატანა ხოსე ტორესი იყო. მან ეს 1966 წლის მსოფლიო თასზე გააკეთა.

კრიშტიანუ ამ გოლით სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ევროპელი ბომბარდირიც გახდა. მან 85 ბურთი დააგროვა და ფერენც პუშკაშს (84) გადაასწრო.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა