რონალდუმ მაროკოსთან გამარჯვება შეაფასა

რონალდუმ მაროკოსთან გამარჯვება შეაფასა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მაროკოსთან დღევანდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ. გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გავიმარჯვეთ...ჩვენ მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ, რათა შორს გავიდეთ.

რომ წაგვეგო, შეიძლება ტურნირი დაგვეტოვებინა. ვიცოდით, რომ მაროკო იბრძოლებდა, მეტოქე ბევრს მოძრაობდა და მიხარია, რომ ყველაფერი გამოგვივიდა.

ახლა მთავარი მუშაობის გაგრძელება და ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებაა. გვინდა, რომ ფლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდეთ", - აღნიშნა კრიშტიანუმ.

პორტუგალიამ მაროკო რონალდუს ერთადერთი ბურთით 1:0 დაამარცხა, 4 ქულა დააგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. საღამოს ირანი-ესპანეთის მატჩი გაიმართება და შესაძლოა "სელესაომ" ლიდერობა დაკარგოს.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა