სანტუში: "რატომ თამაშობს რონალდუ ასე კარგად? მას დიდებული მწვრთნელი ჰყავს!"

სანტუში:

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, მაროკოსთან გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ეს ძლიერი გუნდია ისევე, როგორც მაროკო, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.

ჩვენ დაცვაში კარგად ვიმოქმედეთ და საერთო ჯამში, ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამაზე მეტი გვჭირდება. უნდა შევიცვალოთ და ბურთი უფრო დიდ ხანს დავიჭიროთ.

რატომ თამაშობს რონალდუ ასე კარგად რუსეთში? მას დიდებული მთავარი მწვრთნელი ჰყავს", - აღნიშნა სანტუშმა.

"სელესაომ" პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებთან ფრედ 3:3 ითამაშა, დღეს კი მაროკოს 1:0 მოუგო. რუსეთში ოთხივე გოლი რონალდუმ გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა