შირერმა სალაჰი კრიტიკოსებისგან დაიცვა

შირერმა სალაჰი კრიტიკოსებისგან დაიცვა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ალან შირერმა, ეგვიპტის ნაკრების შემტევი, მოჰამედ სალაჰი, დაიცვა.

"სალაჰმა ნამდვილად იბრძოლა. ბოლო ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში ტრავმის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და როდესაც გაიგო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ახერხებდა, ძალიან ბედნიერი იყო. მან მიზანს მიაღწია, მაგრამ ეს მისთვის მძიმე პერიოდი იყო.

რუსეთთან თამაშის გამო სალაჰი უნდა შევაქოთ. აშკარაა, რომ მან თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 70% გამოავლინა, მაგრამ თავისი შანსი მიიღო და გოლის გატანა მოახერხა", - განაცხადა შირერმა.

მო სალაჰმა მუნდიალის პირველი მატჩი გამოტოვა და გუშინ ძირითადში დაიწყო, მაგრამ თავის გუნდს მაინც ვერ უშველა - ეგვიპტე რუსეთთან 1:3 დამარცხდა და ფლეი-ოფში გასვლის შანსები თითქმის დაკარგა.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა