"რატომ შევცვალე გრიზმანი წინა მატჩში?" - დეშამის კომენტარი


ავსტრალიასთან მატჩში, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოედნიდან გრიზმანი 70-ე წუთზე გაიყვანა.

პერუსთან მატჩის წინ, დეშამი კომენტარს აკეთებს და გრიზმანის გაყვანის მიზეზებს ასახელებს.

"გრიზმანს ავსტრალიასთან მატჩის წინ ფეხზე პრობლემები ჰქონდა, თუმცა გავრისკე და ძირითად შემადგენლობაში დავაყენე.

მოხარული ვარ, რომ მან გოლიც გაიტანა, თუმცა მისი ბოლომდე თამაში ვერ გავრისკე და ამიტომ გამოვცვალე.

ვნახოთ, რა მოხდება პერუსთან მატჩში. ჯერ არ ვიცი, ვინ ითამაშებს წინა ხაზში", - აცხადებს დეშამი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა