პირველად 1954 წლის შემდეგ - ურუგვაიმ მუნდიალი ორი მოგებით დაიწყო

პირველად 1954 წლის შემდეგ - ურუგვაიმ მუნდიალი ორი მოგებით დაიწყო

ურუგვაის ნაკრებმა რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო და უკვე მეორე სათამაშო კვირის შემდეგ ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

ოსკარ ტაბარესის გუნდმა დღეს აუტსაიდერი საუდის არაბეთი ლუის სუარესის გოლით 1:0 დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი გამარჯვებით ბოლოს 64 წლის წინ, 1954 წელს, დაიწყეს და მაშინ ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ურუგვაი მასპინძელ რუსეთს შეხვდება და იმისათვის, რომ პირველი ადგილი მოიპოვოს, მეტოქე უნდა დაამარცხოს, რადგან რუსებს გაცილებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ.

ასევე იხილეთ:

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედოს მეტოქე ცნობილია!

ვენგერი ახალი თაობის წინააღმდეგ: "თანდაყოლილი კაპიტნები აღარ არიან!"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა