არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი - არგენტინა-ხორვატია გაიმართება. "ალბისელესტემ" თავის გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა - ხორხე სამპაოლის გუნდმა ისლანდიის დამარცხება ვერ მოახერხა, ხორვატიელები კი მარტივად გაუსწორდნენ ნიგერიას.

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

არგენტინის ნაკრებს, კერძოდ კი ლიონელ მესის აუცილებლად სჭირდება შელახული იმიჯის აღდგენა, ჯგუფის ყველაზე ძლიერ მეტოქესთან მოგება კი ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ D ქვეჯგუფის მთავარი ფავორიტები.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა - კაბალიერო, ოტამენდი, მერკადო, ტალიაფიკო, სალვიო, მასკერანო, ბანეგა, პავონი, დი მარია, მესი, აგუერო

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

ხორვატია - სუბაშიჩი, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი, ვრსალკო, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, რებიჩი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი

ვინ რა თქვა?!

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) - "მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერ არ გადამიწყვეტია თუ ვის დავაყენებ ძირითადში. ჩვენი მოწინააღმდეგე შესანიშნავი ნაკრებია და ისიც ვიცით, რომ უმძიმესი ბრძოლა გველის, მაგრამ ამის მიუხედავად 3 ქულის აღებას ვაპირებთ,"

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

ივან რაკიტიჩი (ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი) - "საინტერესო მატჩი გველის. არგენტინას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ყველაზე მეტად ვუფრთხი მესის, რადგან ძალიან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ. თუ ლეოს გავაჩერებთ, მოვიგებთ,"

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

ფაქტები

არგენტინა და ხორვატია აქამდე 4-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. 1994 წლის ამხანაგურ მატჩში ნაკრებები ფრეზე გაიყარნენ. 1998 წლის მუნდიალზე "ალბისელესტემ" მინიმალურად სძლია სლავებს. შემდეგ იყო ისევ ორი ამხანაგური - ერთში იმარჯვა არგენტინამ, მეორეში ხორვატიამ.

ისლანდიასთან მატჩში სერხიო აგუერომ გაიტანა თავის სადებიუტო გოლი მუნდიალზე. ვნახოთ, შეძლებს თუ არა კუნი ამჯერად სუბაშიჩის კარის აღებას.

არგენტინა-ხორვატია - მესის მეორე მცდელობა

ორივე ნაკრების შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თანაკლუბელები არიან - მესი/რაკიტიჩი (ბარსელონა), იგუაინი/დიბალა/მანჯუკიჩი (იუვენტუსი).

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა