პიკე: "ბარსელონაში უკმაყოფილოები არიან? მათ ჩემი ნომერი აქვთ"

პიკე:

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარდ პიკემ, ირანთან მატჩის შემდეგ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

27 წლის ფრანგმა დოკუმენტურ ფილმში დაადასტურა, რომ "ატლეტიკოში" რჩება. ეს ფილმი გადაიღო კომპანიამ, რომელსაც ხერარდ პიკე ფლობს.

პრესა წერს, რომ "ბარსელონა" პიკეს საქციელით უკმაყოფილოა. სავარაუდოდ, მცველმა წინასწარ იცოდა, რომ გრიზმანი "ატლეტიკოს" არ ტოვებდა და ეს ფაქტი გუნდს არ შეატყობინა.

ამ ფაქტზე, პიკემ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა: "ბარსელონაში უკმაყოფილოები არიან? მათ აქვთ ჩემი ნომერი და შეუძლიათ დამირეკონ, რათა დავილაპარაკოთ."

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არსენალმა 30-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

რონალდუს სანაკრებო მატჩს თავისი მეგობარი გოგო დაესწრო [ფოტოები]

დიბალა: "შევცვლი თუ არა მესის თავის პოზიციაზე?"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა