უნდა ჩათვლილიყო თუ არა ირანის გოლი? - მსაჯის შეფასება

უნდა ჩათვლილიყო თუ არა ირანის გოლი? - მსაჯის შეფასება

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ირანის ნაკრები ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.

მეორე ნახევარში აზიელებმა გოლი გაიტანეს, რომელიც ვიდეო რეფერიმ გააუქმა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ირანელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გამეორებაზეც რთულად იყო ყველაფერი, რადგან კარგად არ ჩანდა, ბურთი შეხო თუ არა ირანელ მოთამაშეს, ჩაწოდების შემდეგ.

MARCA-ს არბიტრმა ანდუარ ოლივიერმა ეპიზოდი შეაფასა:

"ჩაწოდების შემდეგ ბურთი ირანელ ფეხბურთელს შეეხო და ამის შემდეგ მიუვიდა გოლის ავტორს, სეიდ ეზატოლაჰის, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს ის.

თავდაპირველად ჩამოწოდებულ ბურთზე, ეზატოლაჰი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ბურთს საჯარიმოში მეორე ირანელი ფეხბურთელი შეეხო, თამაშგარეში აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არსენალმა 30-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

რონალდუს სანაკრებო მატჩს თავისი მეგობარი გოგო დაესწრო [ფოტოები]

დიბალა: "შევცვლი თუ არა მესის თავის პოზიციაზე?"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა