ისტორიის დაწერის შემდეგ რაფაელ მარკესი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა

ისტორიის დაწერის შემდეგ რაფაელ მარკესი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მექსიკამ გერმანია დაამარცხა, სადაც შეცვლაზე რაფაელ მარკესი შემოვიდა.

ის გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (2002, 2006, 2010, 2014, 2018).

ისტორიაში შესვლის შემდეგ, მარკესმა ცუდი ამბავიც გაიგო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 39 წლის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მარკესს ბრალი ედება ცნობილ მექსიკელ ნარკო ბარონთან რაულ ფლორეს ერნანდესთან კავშირში, რის გამოც შტატებმა ის უმალვე დაბლოკა.

მექსიკელს ეკრძალება შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოება, საბანკო ანგარიშების ქონა. ასევე, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ყოველგვარი კავშირი ნონ გრატა პერსონასთან.

გუშინდელ ვარჯიშზეც გამოჩნდა, რომ მარკესსთან უკვე ამერიკული კომპანიები ვეღარ თანამშრომლობენ.

მექსიკის ნაკრების სავარჯიშო ფორმას ამერიკული კომპანია კოკა კოლა ასპონსორებს. ფოტოზე ხედავთ, რომ მარკესს კოკა კოლის წარწერიანი მაისური არ ეცვა.

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: არსენალმა 30-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

რონალდუს სანაკრებო მატჩს თავისი მეგობარი გოგო დაესწრო [ფოტოები]

დიბალა: "შევცვლი თუ არა მესის თავის პოზიციაზე?"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა