"რონალდუს და მესის შეუძლიათ, რომ მუნდიალი მარტოებმა მოიგონ"


დანიის ნაკრების კაპიტანმა სიმონ კიაერმა მუნდიალის ფავორიტები დაასახელა და რონალდუსა და მესიზე ისაუბრა.

"ერთი ფავორიტის გამოყოფა რთულია. ზოგადად კი ესპანეთს, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს გამოვარჩევდი.

თუმცა როცა ნაკრებში მესი და რონალდუ არიან, წარმატებაზე აუცილებლად უნდა იფიქრო.

ჩემი აზრით, ამ 2 ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მარტოებს შეუძლიათ და შეუძლიათ, რომ ქვეყანას დიდი სიხარული მიანიჭონ", - ამბობს კიაერი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა