დელე ალიმ შეიძლება პანამასთან ვერ ითამაშოს

დელე ალიმ შეიძლება პანამასთან ვერ ითამაშოს

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, დელე ალიმ ვარჯიში გამოტოვა.

როგორც AFP იუწყება, სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა, რომელმაც მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტუნისთან (2:1) გამართულ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ ალი სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ დისკომფორტს გრძნობს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ალიმ შესაძლოა 24 ივნისს, პანამასთან გასამართი უახლოესი მატჩი გამოტოვოს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა