ჰონდამ შეიძლება სენეგალთან ვერ ითამაშოს

ჰონდამ შეიძლება სენეგალთან ვერ ითამაშოს

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველმა, კეისუკე ჰონდამ შეიძლება მუნდიალზე თავისი გუნდის მომდევნო მატჩი გამოტოვოს, წერს ТАСС.

იაპონელები 24 ივნისს, ეკატერინბურგში სენეგალს დაუპირისპირდებიან.

32 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. გუშინდელ ვარჯიშზე მან ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა.

იაპონიის ნაკრები H ჯგუფში გამოდის. პირველ ტურში მან კოლუმბია (2:1) დაამარცხა. აზიელები სენეგალსა (24 ივნისი) და პოლონეთს (28 ივნისი) დაუპირისპირდებიან.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა