მესის ნეიმარმაც აჯობა! ბრაზილიამ კოსტა რიკა დაამარცხა [VIDEO]

მესის ნეიმარმაც აჯობა! ბრაზილიამ კოსტა რიკა დაამარცხა [VIDEO]

ბრაზილიის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალის მატჩში კოსტა რიკა (2:0) დაამარცხა.

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონებს უკვე კომპენსირებულ დროში გამარჯვება ფილიპე კოუტინიომ მოუტანა. ბრაზილიელთა ლიდერმა, ნეიმარმა 90+7 წუთზე გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ 77-ე წუთზე ჰოლანდიელმა არბიტრმა, ბიორნ კუიპერსმა ნეიმარზე წესების დარღვევის გამო პენალტი დანიშნა, თუმცა გადაწყვეტილება ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ შეიცვალა.

ბრაზილია - კოსტა რიკა 2:0
გოლები: კოუტინიო, 90+1, ნეიმარი, 90+7

ბრაზილია: ალისონი, ფაგნერი, მირანდა, სილვა, მარსელო, პაულინიო (ფირმინო, 68), კაზემირო, კოუტინიო, ვილიანი (დუგლას კოშტა, 46), გაბრიელ ჟეზუსი (ფერნანდინიო, 90+3), ნეიმარი

კოსტა რიკა: ნავასი, გამბოა (კალვიო, 75), გონსალესი, აკოსტა, დუარტე, ოვიედო, რუისი, ბორხესი, გუსმანი (ტეხედა, 83), ვენეგასი, ურენია (ბოლანიოსი, 54)

გაფრთხილებები: ნეიმარი, კოუტინიო - აკოსტა



ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა