რონალდუ - მესი 4:0. ორი ლიდერის შედარება მუნდიალზე

რონალდუ - მესი 4:0. ორი ლიდერის შედარება მუნდიალზე

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ მთავარ კონკურენტ ლიონელ მესის ყველა სტატისტიკაში სჯობნის.

პირველ რიგში, პორტუგალიის ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და ბრძოლის გაგრძელების კარგი შანსები აქვთ, მაშინ, როცა არგენტინის ნაკრების აქტივში ერთი ქულა აქვს და ჯგუფში ჩარჩენასთან ახლოსაა.

მეორე, რონალდუ ოთხი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მესის კი ერთხელაც კი არ გამოუჩენია თავი. პორტუგალიელის 10 დარტყმიდან ოთხი აღმოჩნდა საგოლე (სიზუსტე - 40,00), არგენტინელის 12-ვე მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. მათ შორის პენალტი.

მესამე, კრიშტიანუმ თავისი გუნდისთვის ცხრა ჯარიმა მოიპოვა, ერთ-ერთი მათგანი (ესპანეთთან მატჩის მიწურულს) გოლად აქცია, ლიონელზე კი მეტოქეები შვიდჯერ დაჯარიმდნენ.

ერთადერთი კომპონენტი, რაშიც არგენტინელი პორტუგალიელს სჯობნის, მოწინააღმდეგის კართან ხიფათის მომტანი გადაცემები. თუმცა, მიუხედავად მესის აქტიურობისა, არგენტინის ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - იმაზე ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე მხოლოდ რონალდუმ.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა