მოურინიო არგენტინის ნაკრების განადგურებას ეხმაურება

მოურინიო არგენტინის ნაკრების განადგურებას ეხმაურება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების გოლკიპერი 2018 წლის მუნდიალზე ხორვატიასთან (0:3) მარცხის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა.

მოგეხსენებათ, პირველი გოლის ეპიზოდში "ჩელსის" მეორე მეკარემ ბურთი საშინლად მოიგერია და ანტე რებიჩს გოლის გატანაში დაეხმარა.

"ხორვატებმა გოლი გაიტანეს, თავიანთი პირველივე შანსი გამოიყენეს", - აცხადებს მოურინიო RT-სთან ეთერში.

"კარში მე დამაყენეთ ან კაბალიერო - სხვაობა არ იქნება. გუნდს ისე გადავარჩენდი, როგორც მან გადაარჩინა. ვერცერთ სახიფათო სიტუაციას ვერ მოვიგერიებდი".

შეგახსენებთ, მოურინიოს პროფესიონალურ ფეხბურთში არასოდეს უთამაშია.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა