როდის ჩარჩა ბოლოს არგენტინა მუნდიალის ჯგუფში და რამდენი წლის იყო მაშინ მესი?

როდის ჩარჩა ბოლოს არგენტინა მუნდიალის ჯგუფში და რამდენი წლის იყო მაშინ მესი?

არგენტინის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან (0:3) განადგურდა.

არგენტინელებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და შესაძლოა ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ.

თუ დღეს ისლანდია ნიგერიას დაამარცხებს, მაშინ ხორხე სამპაოლის გუნდს ყველაზე უკეთეს ვარიანტში მხოლოდ ის შეეძლება, რომ ქულების რაოდენობით ისლანდიელებს გაუთანაბრდეს.

ბოლოს არგენტინა ჯგუფიდან 2002 წლის მუნდიალზე ვერ გავიდა, რომელიც იაპონიასა და კორეაში ჩატარდა. მაშინ "ალბისელესტეს" ამჟამინდელი ლიდერი, ლიონელ მესი 15 წლის იყო.

2002 წელს, არგენტინამ 4 ქულა დააგროვა - ინგლისთან (0:1) დამარცხდა, შვედეთთან (1:1) ფრედ ითამაშა და ნიგერია (1:0) დაამარცხა. ჯგუფიდან ინგლისელები და შვედები გავიდნენ.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა