სიმეონემ სამპაოლის შეურაცხყოფა მიაყენა, რონალდუ კი მესიზე წინ დააყენა

სიმეონემ სამპაოლის შეურაცხყოფა მიაყენა, რონალდუ კი მესიზე წინ დააყენა

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ არგენტინასა და ხორვატიას (0:3) შორის მუნდიალზე გამართული მატჩის შემდეგ არგენტინელთა თავკაცს, ხორხე სამპაოლის შეურაცხყოფა მიაყენა.

შეხვედრის შემდეგ "ალბისელესტეს" კაპიტანსა და ლიდერს, ლიონელ მესის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ერთი გოლიც ვერ გაიტანა, კრიშტიანუ რონალდუსგან განსხვავებით (4 გოლი).

მიუხედავად ლიონელის წარუმატებლობისა, სიმეონე მაინც თანამემამულეს მიიჩნევს საუკეთესოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში პორტუგალიელი დააყენა მასზე წინ.

"არგენტინის ნაკრებში ბოლო ოთხი წელიწადია სრული ანარქიაა. ახლა კი, ყველაფერი ისლანდიაზეა დამოკიდებული", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Ole.

"პრობლემა იმაშია, რომ მწვრთნელი მძ*****ა - ეს უფრო ცუდია, ვიდრე ის, როცა ფეხბურთელები არიან მძ******ი, რადგან მწვრთნელი აწყობს გუნდს".

"მესი ძალიან კარგია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ექსტრაორდინალურ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობს".

"ნორმალურ გუნდში მესის ან რონალდუს არჩევის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის აირჩევდით?", - დასძინა დიეგომ.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა