არგენტინას ფლეი ოფში გასვლის შანსი რჩება! - ნიგერიამ ისლანდიას მოუგო [VIDEO]

არგენტინას ფლეი ოფში გასვლის შანსი რჩება! - ნიგერიამ ისლანდიას მოუგო [VIDEO]

ნიგერიის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისლანდიას მოუგო - 2:0.

აფრიკელებს გამარჯვება ფორვარდ აჰმედ მუსას დუბლმა მოუტანა. ოთხი გოლით იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ნიგერიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კიდევ ორი გოლი მან 2014 წლის მუნდიალზე გაიტანა).

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს გილფი სიგურდსონმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ისლანდიის მარცხი ჯგუფიდან არგენტინის გასვლის შანსებს ზრდის, რომელმაც ისლანდიასთან (1:1) ფრედ ითამაშა, ხოლო ხორვატიასთან (0:3) დამარცხდა.

ნიგერია - ისლანდია 2:0
გოლები: მუსა, 49, 75

ნიგერია: უზოჰო, ტროოსტ-ეკონგი, ბალოგუნი, ომერუო, მოზესი, ნდიდი, ეტებო (ივობი, 90), მიკელი, იდოვუ (ებიუეჰი, 46), მუსა, იჰეანაჩო (იგალო, 85)

ისლანდია: ჰალდოურსონი, სევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი (იგნასონი, 65), მაგნუსონი, გისლასონი, გუნარსონი (ა. სკულასონი, 87), გ. სიგურდსონი, ბიარნასონი, ფინბოგასონი (სიგურდარსონი, 71), ბოდვარსონი

გაფრთხილება: იდოვუ, 44

83-ე წუთზე გილფი სიგურდსონმა პენალტი ვერ გამოიყენა (კარს ააცილა)


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა