ნეიმარმა რომარიოს გადაასწრო

ნეიმარმა რომარიოს გადაასწრო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, საკუთარი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში წინ მიიწევს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ, "სელესაომ" ძალიან მძიმე ბრძოლაში 2:0 იმარჯვა და ნეიმარმა 96-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

ბრაზილიელთა ათიანმა ეროვნული ნაკრების მაისურით 56-ე ბურთი გაიტანა და ლეგენდარული რომარიოს (55) მიღწევა გააუმჯობესა.

ახლა ნეიმარი, რომელიც ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, ბრაზილიის ყველა დროის გოლეადორთა სიაში უკვე მესამე ადგილს იკავებს. მის წინ მხოლოდ რონალდო (62) და პელე (77) არიან.

მომდევნო თამაშს ბრაზილიის ეროვნული გუნდი 27 ივნისს მოსკოვში სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა