კოუტინიომ კოსტა რიკასთან გამარჯვება შეაფასა

კოუტინიომ კოსტა რიკასთან გამარჯვება შეაფასა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, კოსტა რიკასთან შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.

"ჩვენ ძლიერები ვართ, როგორც გუნდი და ეს მოედანზე გამოჩნდა. აგრეთვე, იხილეთ ნეიმარის ემოციები თამაშის შემდეგ.

ჩვენი გუნდი ამ გამარჯვებას ეძებდა. პირველივე წუთებიდან წინ მივდიოდით და წარმატების ბოლომდე გვჯეროდა.

ველოდით, რომ მეტოქე თავს დიდი ძალებით დაიცავდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და გავაგრძელეთ შეტევები მანამ, სანამ ანგარიში არ გაიხსნა", - განაცხადა "სელესაოს" მე-11 ნომერმა.

ბრაზილიამ კოსტა რიკა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ 6 წუთში გატეხა. პირველი ბურთი სწორედ კოუტინიომ შეაგდო, ხოლო მეორე - ნეიმარმა.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა