დეტალური აღწერა: რა შემთხვევაში გავა ლეო მესის არგენტინა ფლეი ოფში?

დეტალური აღწერა: რა შემთხვევაში გავა ლეო მესის არგენტინა ფლეი ოფში?

არგენტინის ნაკრებს, რომელიც ხორვატიასთან (0:3) განადგურდა, ჯგუფიდან გასვლის შანსები არ დაუკარგავს.

დარჩენილ მატჩებში ხვდებიან:
26 ივნისი: ნიგერია - არგენტინა (22:00), ისლანდია - ხორვატია (22:00).

ლიონელ მესის ნაკრები მუნდიალის 1/8 ფინალში შემდეგ შემთხვევებში გავა:

ვარიანტი 1.

- ნიგერიასთან გამარჯვება.

- ისლანდიელები ვერ დაამარცხებენ ხორვატიას.

ვარიანტი 2.

- ნიგერიასთან გამარჯვება.

- ისლანდიელები ხორვატიას დაამარცხებენ, მაგრამ გატანილი/გაშვებული ბურთების შეფარდება არგენტინელებს უფრო უკეთესი ექნებათ, ვიდრე მათ.

თუ არგენტინასა და ისლანდიას ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შემდეგ 4-4 ქულა ექნებათ, გატანილი/გაშვებული ბურთების შეფარდება კი ერთნაირი, მე-2 პოზიციას ის გუნდი დაიკავებს, რომელსაც მეტი გოლი ექნება გატანილი. თუ არგენტინელებიც და ისლანდიელებიც ერთნაირი რაოდენობის გოლს გაიტანენ, მაშინ პირველ რიგში ფეირ პლეის რეიტინგი იქნება (ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა). ამ ეტაპზე, არგენტინელებს სამი ყვითელი ბარათი აქვთ, ისლანდიელებს კი - ერთი. თუ ფლეი ოფის მონაწილეს ესეც ვერ გაარკვევს, მაშინ კენჭისყრა გაიმართება

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა