ესპანეთის ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ მეკარე პეპე რეინასა და მცველ ნაჩო მონრეალის გარეშე ვარჯიშობს.

მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ფურია როხა" მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანელთა წარმომადგენლის, პალომა ანტორანსის განცხადებით, ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს.

"რეინა და ნაჩო მონრეალი არ არიან, სპორტდარბაზში, რადგან მონრეალს მატჩის შემდეგ მცირე პრობლემა აქვს, რეინას კი კისერი სტკივა".

"თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ორივე ფეხბურთელი მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება", - თქვა ანტორანსმა.

ესპანეთი - მაროკო 25 ივნისს, კალინინგრადში გაიმართება.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა