ბელგიური შოუ: ლუკაკუს და აზარის დუბლები, ბატშუაის გოლი და განადგურებული ტუნისი [VIDEO]

ბელგიური შოუ: ლუკაკუს და აზარის დუბლები, ბატშუაის გოლი და განადგურებული ტუნისი [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბელგიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ტუნისს დაუპირისპირდა.

პირველ ტაიმში ბელგიელებმა საოცრად ითამაშეს. ლუკაკუს დუბლითა და აზარის პენალტით 3 გოლი გაიტანეს, სანაცვლოდ კი ერთი გაუშვეს.

მეორე ტაიმიც სანახაობრივი გამოდგა. აზარმა დუბლი შეასრულა და ბელგია კიდევ უფრო წინ გაიყვანა, 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბატშუაიმ ბელგიელთა მე-5 გოლი გაიტანა.

ტუნისის მხრიდან მეორე პრესტიჟის გოლის ავტორი კი გუნდის უპირობო ლიდერი ხაზრი გახდა - ბელგიამ ტუნისი 5:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბელგიამ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ბოლო ტურში ისინი ინგლისს შეხვდებიან.


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა