დელე ალი ინგლისის ნაკრებს დღეს დაუბრუნდება

დელე ალი ინგლისის ნაკრებს დღეს დაუბრუნდება

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, დელე ალი დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს, იუწყება ფიფას პრესსამსახური.

ჰავბეკი, დიდი ალბათობით, მუნდიალის ეგიდით პანამასთან გასამართ ხვალინდელ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

პარასკევს, ალიმ, რომელმაც ტუნისის ნაკრებთან (2:1) შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ინგლისი - პანამა, შეგახსენებთ, ხვალ, ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა