ფაბრეგასი რონალდუზე: "კარგია, მაგრამ 1 გოლი პენალტით იყო, ერთიც დე ხეას შეცდომით"

ფაბრეგასი რონალდუზე:

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა კრიშტიანუ რონალდუს თამაში დიდად არ მოიწონა.

მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელს 2 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, თანაც 3 ესპანეთს გაუტანა.

"დღესდღეობით კრიშტიანუს პორტუგალიაში განსხვავებული დავალება აქვს. ის მხოლოდ მეტოქის საჯარიმოსთან დგას და მოედანზე ბევრს არ მოძრაობს.

დიახ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოზე, რომელმაც ტურნირს შესანიშნავი დასაწყისი მისცა.

მისი თამაში? დიახ, კარგად ითამაშა, თუმცა თუ დეტალურად დაუკვირდებით, მან ერთი გოლი პენალტით გაიტანა, მეორე ჯარიმით, მესამე კი დე ხეას შეცდომით", - განაცხადა ფაბრეგასმა.

ასევე იხილეთ:

დეტალური აღწერა: რა შემთხვევაში გავა ლეო მესის არგენტინა ფლეი ოფში?

ოფიციალურად: მადრიდის რეალმა მეკარე იყიდა

ნეიმარმა ახსნა, თუ რატომ იტირა კოსტა რიკასთან მოგებული მატჩის შემდეგ


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა