ლივერპულმა თვალი შვედეთის ნაკრების მეკარეს დაადგა

ლივერპულმა თვალი შვედეთის ნაკრების მეკარეს დაადგა

"კოპენჰაგენის" მეკარე, რობინ ოლსენი შეიძლება "ლივერპულში" გადავიდეს, იუწყება ბრიტანული პრესა.

როგორც Daily Mirror წერს, 28 წლის შვედის თამაში მერსისაიდელების მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მოსწონს.

ცნობისთვის, 2018 წლის მუნდიალზე შვედეთის ნაკრების კარს სწორედ ოლსენი იცავს.

გასულ სეზონში მეკარემ "კოპენჰაგენის" რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და 11-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა