დრამა რუსეთში: ტონი კროოსმა გერმანიის ნაკრებს ბოლო წამზე მოაგებინა! [VIDEO]

დრამა რუსეთში: ტონი კროოსმა გერმანიის ნაკრებს ბოლო წამზე მოაგებინა! [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული მატჩი გერმანიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის ბოლო წამამდე დაძაბული გამოდგა.

პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ანგარიში შვედებმა გახსნეს, რის შემდეგაც გერმანია ძალიან გააქტიურდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მარკო როისმა ანგარიში გაათანაბრა. გერმანია მოგებაზე წავიდა. 82-ე წუთზე ბოატენგი მოედნიდან გააძევეს, თუმცა მოქმედი ჩემპიონები კვლავ პირველ ნომრად თამაშობდნენ.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო წამებზე ტონი კროოსმა ულამაზესი გოლი გაიტანა და გერმანიას ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი შეუნარჩუნა.


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა