ლიოვი: "შვედეთთან მატჩში ჩემს ნაკრებში ყველაზე მეტად ერთი რამ მომეწონა!"

ლიოვი:

გერმანიისა და შვედეთის ნაკრებების დრამატული დაპირისპირება გერმანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გამარჯვებული გუნდის თავკაცმა იოჰიმ ლიოვმა გააკეთა.

"ამ მატჩში ყველაზე მეტად გერმანიის ნაკრებში ერთი რამ მომეწონა - გაშვებული გოლის შემდეგ საერთოდ არ ავნერვიულდით, პანიკაში არ ჩავვარდით და შედეგიც სახეზეა.

ჩვენი მიზანი იყო, რომ სწრაფი გადაცემები გაგვეკეთებინა, მეტოქის საჯარიმოში სივრცეები გვეპოვნა და მომენტები შეგვექმნა.

ძალიან ბევრი მომენტი გავაფუჭეთ, თუმცა წამით არ გვიფიქრია იმაზე, რომ ყველაფერი დასრულდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, ბოლო წუთზე გატანილი გოლით ცოტა გაგვიმართლა, თუმცა ამას ვიმსახურებდით", - აცხადებს ლიოვი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა