შვედეთის მწვრთნელი: "გერმანელები უპატივცემულოდ მოგვექცნენ"
თარიღი: ივნისი 24, 2018, 04:28
გერმანიისა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ კომენტარი შვედთა თავკაცმა ანდერსონმა გააკეთა.
მოგეხსენებათ, ანდერსონის შვედეთი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ბოლო წამზე გაშვებული გოლით დამარცხდა.
"მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელი ფეხბურთელები და გულშემატკივრები პატივს არ გცემდნენ და გამარჯვებას უწმაწური შეძახილებითა და სიმღერებით აღნიშნავდნენ.
მე კი ვყვიროდი, რომ ისინი უპატივცემულოდ იქცეოდნენ, თუმცა ყურადღება არავინ მომაქცია", - აცხადებს შვედთა მთავარი მწვრთნელი.