2 არწივი - რეალურად რას ნიშნავდა შვეიცარელების აღნიშვნა, რის გამოც FIFA-მ გამოძიება დაიწყო

2 არწივი - რეალურად რას ნიშნავდა შვეიცარელების აღნიშვნა, რის გამოც FIFA-მ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში სერბეთის ნაკრები შვეიცარიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

შვეიცარელთა მხრიდან გოლები ეთნიკურად არაშვეიცარელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს (რეალურად შვეიცარიის ნაკრებში ასეთი ბევრია).

ამ შემთხვევაში საუბარია გრანიტ ჯაკასა და ჯერდან შაჩირიზე.

ორივე მათგანმა გოლის გატანის შემდეგ არწივის ჟესტიკულაცია გააკეთა, რის შემდეგაც ორი არწივი გამოვიდა, რაც ალბანეთის ქვეყნის დროშის სიმბოლოა.

წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდან არიან ფეხბურთელები.

საქმე კი იმაშია, რომ ალბანელები და სერბების ნაწილი ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში ვერ არიან. შაჩირიმ და ჯაკამ კი გოლები ალბანური ჟესტიკულაციით აღნიშნეს.

ცნობილია, რომ ფიფამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა ორივე ფეხბურთელი დაისაჯოს. ფიფას ტურნირებზე პოლიტიკური ჟესტიკულაციები სასტიკად აკრძალულია.

2 არწივი - რეალურად რას ნიშნავდა შვეიცარელების აღნიშვნა, რის გამოც FIFA-მ გამოძიება დაიწყო

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა